პროექტები და ღონისძიებები

პროექტის სახელწოდება: ძველი აღმოსავლეთი
პროექტის მთავარი იდეა : გაიღრმაონ ცოდნა ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ; შექმნან მოსწავლეებმა  სასწავლო შემეცნებითი ექსპოზიცია
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ის დაეხმარება მოსწავლეებს გაიღრმაონ და წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ და სხვასაც შეუქმნან წარმოდგენა ამ ქვეყნების შესახებ.  გააცნონ დამთვალიერებლებს ძველი აღმოსავლეთის (ეგვიპტისა და შუამდინარეთის) ადგილმდებარეობა, მოსახლეობის ცხოვრების წესი, ქალაქები, განსხვავებული კულტურები, დამკვიდრებული წესები და კანონები.
პროექტის მიზნები:  *მოსწავლემ იმსჯელოს ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოების თავისებურებებზე;
*გამოიყენოს შეძენილი ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში;
*განუვითარდეს ჯგუფური მუშაობის უნარი;
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
ვადები / ხანგრძლივობა: 5დღე
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,  რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გამოიკვლევენ განსხვავებულ კულტურებსა და ეპოქებში დამკვიდრებულ წესებსა და კანონებს;  შეძლებენ მსჯელობას პოლიტიკური მოღვაწეების მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის ისტორიაში. განსაზღვრავენ გეოგრაფიულ ობიექტებისა და ტერიტორიების ადგილმდებარეობას რუკაზე.
შექმნიან საექსპონატო მასალებს, ფოტო ალბომს, ვიდეო მასალას, მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენებს, პრეზენტაციებს, რითაც მიაწვდიან ინფორმაციას მუზეუმის დამთვალიერებებს
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: VII-VIIIკლასის სახელმძღვანელო, საბავშვო ენციკლოპედიები: “ძველი ეგვიპტე”, “შუამდინარეთი” სურათები, მარკერები, ციფრული ფოტოაპარატი,  წებო, რუკები, კომპიუტერი-პრეზენტაცია-pp,თიხა
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
                  მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად;დავალების გაცნობა:ჯგუფსიმოსწავლეებმა უნდა მოიძიონ მასალები:I-IIჯგუფმა “ძველი    III-IVჯგუფმა”შუამდინარეთი’’
 ჯგუფებში პოზიციების შეჯერება და დავალებების შესრულებისათვის მუშაობის დაწყება.
  პროექტის მონაწილენი იძიებენ მასალებს ძველი აღმოსავლეთის შესახებ ინფორმციას და ფოტომასალებს ყველა ჯუთხით.ეს იქნება ისტორია,არქეოლოგია, მითოლოგია, კულტურა, ხელოვნება, ენობრივი მასალები და ა.შ.
                 პრეზენტაცია
თითოეული ჯგუფი წარმოაჩენს თავის მოძიებულ მასალებს და ჭარმოიდგენენ ,რომ ისინი მუზეუმის თანამშრომლებიარიან.თითო ჯგუფი გამოყოფს თით მოსწავლეს გიდის სახით, რომელთაც განსაზღვრული აქვთ რა სახის ინფორმაციას მიაწვდიან დამთვალიერებელს ან დამთვალიერებელთა ჯგუფს ფოტო მასალას, ტექსტებს,დამწერლობის ნიმუშებს,რუკებს, სურათებს, მათ მიერ შექმნილ თვალსაჩინოებებს და ა. შ

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :ხელოვნება, გეოგრაფია
 ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს   ფაქტები და მოვლენები  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.  VII 4.  მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
      11.პროექტის ხელმძღვანელი:  ხათუნა ჯვარაშვილი
      12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: jvarashvilixatuna@gmail.com
      13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: jvarashvilixatuna.blogstop.com

Комментариев нет:

Отправить комментарий